იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულება Nრქმ/ პროექტი
იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულება Nრქმ/ პროექტი
ქ. თბილისი 2018 წელი
ერთის მხრივ, შპს “ჯიარ ქონების მართვა” (ს/კ 202460103), შემდგომში - “მეიჯარე”, წარმოდგენილი
სახით და მეორეს მხრივ, (პ/ნ ს/კ ), შემდგომში - “მოიჯარე”, შპს “ჯიარ ქონების მართვა”-ს მიერ 2018 წლის გამოცხადებული № / ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტ-აუქციონი) შედეგების საფუძველზე და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი და მოქმედების ვადა
1.1 წინამდებარე ხელშეკრულება აწესრიგებს მხარეთა ურთიერთობებსა და ანგარიშსწორების წესს 1.2 პუნქტით გათვალისწინებული სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის (სატვირთო ვაგონების) დროებით სარგებლობაში გადაცემისა და გამოსყიდვის უფლების გამოყენების შემთხვევაში.
1.2 ”მეიჯარე“ გადასცემს, ხოლო ”მოიჯარე” იჯარის ფორმით, შემდგომში გამოსყიდვის უფლებით, დროებით სასყიდლიან სარგებლობაში იღებს შპს ”ჯიარ ქონების მართვა”-ს საკუთრებაში რიცხულ მოძრავ ქონებას: .
1.3 იჯარის უფლების მოქმედების ვადაა ( ) წელიწადი.
1.4 ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს მხარეებს შორის გაფორმებული იჯარით გადაცემული ქონების მიღება-ჩაბარების აქტი (დანართი №1).
1.5 იჯარის საგანი, მისი ყველა შემადგენელი ნაწილით, გახდება „მოიჯარის“ საკუთრება და ის ხდება
„მესაკუთრე“, მე-4 მუხლით განსაზღვრული ფინანსური ვალდებულებების შესრულებისას, გარდა წინამდებარე ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საკუთრების უფლების
„მოიჯარეზე“ ვადაზე ადრე გადასვლა დასაშვებია, ამ ვალდებულებების ვადაზე ადრე შესრულების შემთხვევაში, წინამდებარე ხელშკრულების 4.11 პუნქტის გათვალისწინებით.
1.6 იჯარის ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის, საიჯარო ქონება არ იმყოფება ექსპლუატაციისათვის გამართულ მდგომარეობაში. საიჯარო საგნის ექსპლუატაციისათვის ვარგის მდგომარეობაში მოყვანა და შესაბამისი ხარჯის გაწევა „მოიჯარეს“ ვალდებულებაა და „მეიჯარის“ მხრიდან არ ანაზღაურდება.
2. საიჯარო ქონების მიღება-ჩაბარების წესი
2.1. ქონების გადაცემისას მხარეთა შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი.
2.2 ქონების „მოიჯარე“-სათვის გადაცემის ადგილებია თითოეული ვაგონის შესაბამისი ადგილმდებარეობა (დანართი N1).
2.3 იმ შემთხვევაში, თუკი აღმოჩნდება, რომ ქონების მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მომენტში, რომელიმე ვაგონში განთავსებულია „მეიჯარის“ კუთვნილი სხვა ქონება (რომელიც არ არის იჯარის ნაწილი ან/და რომელზედაც „მოიჯარეს“ არ წარმოეშვება განკარგვის/საკუთრების უფლება), მისი დაცლა და თავისუფალ მდგომარეობაში ვაგონის გადაცემა უნდა უზრუნველყოს „მეიჯარემ“.
3. დაზღვევა (გარანტია)
3.1 „მოიჯარე“ ვალდებულია იჯარით აღებული ვაგონი(ებ)ს მიღება-ჩაბარების აქტი(ებ)ით გადაცემამდე უზრუნველყოს უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის წარმოდგენა არანაკლებ ვაგონი(ებ)ს საბაზრო ღირებულების ოდენობით, რომლის ვადა 2 თვით უნადა აღემატებოდეს ვაგონ(ებ)ის იჯარის ვადას.
3.1.1 საბანკო გარანტია უნდა ითვალისწინბდეს: რომ იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება გაიჯარებული ვაგონ(ებ)ის გამოსყიდვა (ვაგონ(ებ)ის გამოსყიდვის ღირებულების სრული თანხის ანაზღაურება), ხოლო წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად და მითითებულ ვადებში ვერ/არ განხორციელდება გაიჯარებული ვაგონ(ებ)ის „მეიჯარისათვის“ დაბრუნება (მიუხედავად დაუბრუნებლობის მიზეზისა), სრულად და უპირობოდ იქნება ანაზღაურებული ვაგონ(ებ)ის საბაზრო ღირებულება (დანართი #1-ში მითითებული ვაგონის ღირებულება), გარანტიის გამცემი ორგანიზაციისათვის „მეიჯარეს“ მიმართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. საბანკო გარანტია ასევე უნდა ითვალიწინებდეს, წინამდებარე ხელშეკრულების
სხვა პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისას, „მეიჯარის“ მიმართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უპორობო ანაზღაურების გაცემის ვალდებულებას.
3.2 ამ ხელშეკრულების მიზნებისთვის ვაგონ(ებ)ის საბაზრო ღირებულება ჯამურად შეადგენს
( ) აშშ დოლარს, ხოლო, თითოეული ვაგონის ღირებულება განსაზღვრულია დანართი N1-ით.
4. ქირა, გამოსყიდვის ღირებულება და ანგარიშსწორების წესი :
4.1 ვაგონის დღიური საიჯარო ღირებულება დღგ-ს ჩათვლით შეადგენს ( ) აშშ დოლარს, თითოეულ ქირავნობის ობიექტზე, ხოლო ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის ქირა ჯამურად შეადგენს ( ) აშშ დოლარს, დღგ-ს ჩათვლით (ელექტრონულ აუქციონზე ”მოიჯარე”-ს მიერ ლოტზე დაფიქსირებული საბოლოო თანხა).
4.2 „მოიჯარე“-ს საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ხელშეკრულების 2.1 პუნქტის შესაბამისად, მიღება-ჩაბარების აქტით ვაგონ(ებ)ის ფაქტობრივ მფლობელობაში მიღების მომენტიდან.
4.3 ”მოიჯარემ” ქირა უნდა გადაიხადოს ყოველი საანგარიშსწორებო თვის მომდევნო თვის 10 რიცხვამდე. თანხა გახადილი უნდა იქნას ექვივალენტი ლარში, გადახდის დღისათვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.
4.4 ”ბე”-ს სახით გადახდილი საგარანტიო თანხა გათვალისწინებული იქნება პირველი და საბოლოო თვის ანგარიშსწორებისას.
4.5 ქირა ირიცხება ”მეიჯარის” შემდეგ საანგარიშსწორებო ანგარიშზე: სს “საქართველოს ბანკი” ცენტრალური ფილიალი, ბანკის კოდი: 220101502, ა\ა: ▇▇▇▇▇▇▇▇▇▇▇▇▇▇▇▇▇▇▇▇▇▇.
4.6 ქირის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში „მოიჯარეს“ დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით. ამასთან, „მოიჯარეს“ პირგასამტეხლო ეკისრება იმ მომენტამდე, სანამ ძირითად დავალიანებას (საიჯარო ქირას) სრულად არ დაფარავს.
4.7 ამ ხელშეკრულების 4.6 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო ”მოიჯარეს” ეკისრება წინასწარი გაფრთხილების/შეტყობინების გარეშე. „მოიჯარის“ მიერ „მეიჯარის“ ანგარიშზე ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, დავალიანების დაფარვის მიზნით გადახდილი თანხებიდან, პირველი დაიფარება საჯარიმო სანქციებით გათვალისწინებული თანხები და მხოლოდ შემდეგ, ძირითადი დავალიანება.
4.8 ვაგონების რემონტის, დაკარგვის, დაზიანების, განადგურების, დანაკლისის აღმოჩენის პერიოდში, მიუხედავად ბრალეული პირისა (გარდა „მეიჯარისა“) „მოიჯარე“ არ თავისუფლდება საიჯარო ქირისა და დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდისაგან.
4.9 წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონების გამოსყიდვის ღირებულება ერთ ერთეულზე არის ( ) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, სულ ჯამურად ( ) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. თანხა გახადილი უნდა იქნას ექვივალენტი ლარში, გადახდის დღისათვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.
4.10 ქონების გამოსყიდვის მიზნით, „მოიჯარემ“ 4.9 მუხლით გათვალისწინებული თანხა უნდა გადაიხადოს არაუგვიანეს საიჯარო ურთიერთობების დასრულებამდე 30 დღით ადრე.
4.11 იმ შემთხვევაში, თუ „მოიჯარე“ გამოსყიდვის თანხას გადაიხდის საიჯარო ხელშეკრულების მოქმედების პირველ ექვს თვემდე, ის ვალდებულია გადაიხადოს 6 (ექვსი) თვის საიჯარო ქირა სრულად. თუ გამოსყიდვის თანხა „მოიჯარის“ მიერ გადახდილი იქნება საიჯარო ხელშეკრულების მოქმედების პირველი ექვსი თვის შემდეგ, ის ვალდებულია სრულად გადაიხადოს საიჯარო ქირა, გამოსყიდვის თანხის გადახდასთან ერთად.
5. მხარეთა უფლება-მოვალეობანი:
5.1 ”მეიჯარეს” უფლება აქვს:
5.1.1 წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ნებისმიერ დროს შეუფერხებლად დაათვალიეროს იჯარით გაცემული ქონება;
5.1.2 ბრალეული პირის მიუხედავად (გარდა „მეიჯარისა“), მოითხოვოს ”მოიჯარის” მიერ იჯარით გაცემული ქონების დაკარგვის, დაზიანების, განადგურების ან/და გაუარესების შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, რაც დადასტურებული იქნება ”მეიჯარის” მიერ შერჩეული დამოუკიდებელი
აუდიტორის მიერ. ეს პირობა არ მოქმედებს, თუ „მოიჯარე“ მოახდენს ქონების გამოსყიდვას და მიიღებს საკუთრების უფლებას ასეთ მდგომარეობაში.
5.1.3 მოითხოვოს საიჯარო ხელშეკრულების ვადამდე მოშლა, თუ “მოიჯარე” არღვევს ხელშეკრულების პირობებს;
5.1.4 ”მეიჯარეს” უფლება აქვს ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე, თუ “მოიჯარე” ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში სამჯერ არ გადაიხდის ან ვადის დარღვევით გადაიხდის ყოველთვიურად დადგენილ საიჯარო ქირას. „მეიჯარის“ მიერ ამ უფლების გამოყენების შემთხვევაში, „მოიჯარე“ ასევე კარგავს ქონების გამოსყიდვის უფლებას და თუ ამ მომენტისათვის მას გადახდილი ექნება გამოსყიდვის საფასური ან მისი ნაწილი, აღნიშნული თანხა უკან უბრუნდება „მოიჯარე“-ს (დარიცხული იჯარის თანხებისა და პირგასამტეხლოს გამოკლებით).
5.1.5 საიჯარო ურთიერთობების დასრულებისას, ქონების გამოსყიდვის პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში ან წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით ვადაზე ადრე შეწყვეტისას, საიჯარო ქონებაზე განხორციელებული გაუმჯობესებები რჩება ”მესაკუთრეს” უსასყიდლოდ, კომპენსაცი(ებ)ის გაცემის გარეშე;
5.1.6 „მოიჯარის“ მიზეზით, ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით ვადამდე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, “მეიჯარე“ უფლებამოსილია მოითხოვოს ზიანის სრულად ანაზღაურება, მათ შორის მოითხოვოს ანაზღაურება ამ ხელშეკრულების ფარგლებში წარმოდგენილი საბანკო გარანტიიდან.
5.2 ”მეიჯარე” ვალდებულია:
5.2.1 ვადიან სარგებლობაში, გამოსყიდვის უფლებით, გადასცეს ”მოიჯარეს” საიჯარო ქონება;
5.2.2 შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
5.3 ”მოიჯარეს” უფლება აქვს:
5.3.1 საიჯარო ვაგონებით გადაზიდოს ტვირთი, „ტვირთების გადაზიდვის წესების“ შესაბამისად. გადამზიდავისთვის გადაზიდვის და ცარიელ მდგომარეობაში უკან დაბრუნების ღირებულების (მათ შორის საჭირო დოკუმენტაციის გაფორმების) გადახდას ახდენს „მოიჯარე“ დამოუკიდებლად ან კონტრაგენტების საშუალებით. გადაზიდვისათვის საჭირო ტვირთის გადაზიდვის დოკუმენტაციის გაფორმება უნდა უზრუნველყოს „მოიჯარემ“.
5.3.2. იჯარის უფლების მოქმედების ვადით, ქვეიჯარით გადასცეს მესამე პირს იჯარით აღებული ობიექტი ან ობიექტის ნაწილი მხოლოდ “მეიჯარესთან” წინასწარ შეთანხმებით და წინამდებარე ხელშეკრულების არსებითი პირობების შესაბამისად. ის ვალდებულია განახორციელოს კონტროლი ქვემოიჯარის საქმიანობაზე, რათა საიჯარო ქონება მის მიერ გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მეიჯარის მიერ ნებადართული მიზნებისათვის;
5.3.4. მოსთხოვოს ”მეიჯარეს” ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
5.4 ”მოიჯარე” ვალდებულია:
5.4.1 მიიღოს „მეიჯარე“-საგან ვაგონი და სათანადო მიღება-ჩაბარების აქტზე ხელის მოწერით დაადასტუროს მისთვის საიჯარო ქონების გადაცემის ფაქტი.
5.4.2 გადაუხადოს ”მეიჯარეს” საიჯარო ქირა იმ ოდენობითა და პირობებით, რაც გათვალისწინებულია ამ ხელშეკრულების მეოთხე მუხლით.
5.4.3 უზრუნველყოს საიჯარო ქონების მოვლა-შენახვა, დაიცვას მოქმედი ნორმები და წესები, ტექნიკური რეგლამენტები, უსაფრთხოების, მათ შორის სახანძრო უსაფრთხოებისა და სანიტარული-ჰიგიენური ნორმები, განახორციელოს ექსპლოატაცია არსებული წესებისა და სტანდარტების შესაბამისად.
5.4.4 უზრუნველყოს თითოეულ იჯარის საგანზე მისი სარგებლობის უფლების, ხოლო გამოსყიდვის შემთხვევაში საკუთრების უფლების რეგისტრაცია სს „საქართველოს რკინიგზის“ მოძრავი შემადგენლობის ერთიან რეესტრში (ИВЦ ЖА).
5.4.5 თუ „მოიჯარე“-მ გამოსყიდვის უფლების განხორციელებამდე ნაყიდი ნივთი გააფუჭა (დააზიანა), გაანადგურა, დაკარგა ან სხვა მიზეზით ვერ ხეხდება გაიჯარებული საგნის უკან დაბრუნება, „მეიჯარის“ მხრიდან წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, მან უნდა აანაზღაუროს
ამით გამოწვეული ზიანი. ზიანის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში „მოიჯარეს“ დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით.
„მეიჯარე“-ს ასევე უფლება აქვს ანაზღაურება მიიღოს საბანკო გარანტიის მეშვეობით.
5.4.6 თუკი 5.4.5 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში, „მოიჯარე“ განახორციელებს გამოსყიდვის უფლებას და გადაიხდის ნივთის ამ ხელშეკრულებით შეთანხმებულ ღირებულებას, ის თავისუფლდება ზიანის ანაზღაურებისგან.
5.4.7 მოიჯარემ დამოუკიდებლად უნდა მოახდინოს ვაგონ(ებ)ის მიმდინარე და სხვა რემონტის ორგანიზება, გასწიოს ხარჯი, მათ შორის რემონტის ადგილამდე და უკან დაბრუნების ხარჯები, ახალი დეტალების და სხვა, რომელიც „მეიჯარის“ მხრიდან არ ანაზღაურდება.
5.4.8 თუკი ვაგონების „მეიჯარისათვის“ დაბრუნებისას რომელიმე იჯარის საგანზე აღმოჩენილი იქნება დაზიანებები, დანაკლისები, აღნიშნულზე შედგება ორმხრივი აქტები. თუკი „მოიჯარე“ უარს განაცხადებს ასეთი აქტის ხელმოწერაზე, ის ვალდებულია 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში, წარმოადგინოს მოტივირებული უარი. ასეთის არ არსებობის პირობებში, აქტი მიჩნეული იქნება სწორად და ნამდვილად. დაზიანების ან/და დანაკლისის შეფასებას, საბაზრო ფასით, მოახდენს საამისოდ უფლებამოსილი პირი (ექსპერტი, აუდიტი ან სხვა), რემონტის, ახალი დეტალების, გარემონტების ადგილამდე და უკან ტრანსპორტირების ხარჯის ჩათვლით და დადგენილი თანხა „მოიჯარის“ მხრიდან ანაზღაურებული უდნა იქნას „მეიჯარის“ მიერ წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 7 (შვიდი) სამუშაო დღის ვადაში. ზიანის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში „მოიჯარეს“ დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით;
5.4.9 ვაგონების დაბრუნებამდე „მოიჯარე“ ვალდებულია გაანთავისუფლოს ვაგონები გადაზიდული ტვირთის ნარჩენებისაგან, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
6. მხარეთა პასუხისმგებლობა
6.1 მხარეები ვალდებულნი არიან აუნაზღაურონ ერთმანეთს ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანი, რომლის ანაზღაურების წესი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
6.2 „მეიჯარე“ არ არის პასუხისმგებელი, საიჯარო ქონების მართლზომიერი ექსპლუატაციის ზედამხედველობაზე.
6.3 სარკინიგზო მიმოსვლის გზებზე, საიჯარო ვაგონების დაზიანების შემთხვევაში, „მეიჯარეს“ არ ეკისრება ვალდებულება მოახდინოს რეაგირება. შესაბამისი მოკვლევის ჩატარებისა და დოკუმენტაციის გაფორმების უზრუნველყოფა ეკისრება „მოიჯარეს“.
6.4 ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, საიჯარო მოძრავი შემადგენლობით ან მისი ცალკეული ვაგონით, მესამე პირებისათვის მიყენებული ზიანისათვის, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება
„მოიჯარეს“.
6.5 თუკი საიჯარო ქონება ან/და მისი ნაწილი (რომელიმე ერთი ცალკეული ვაგონი), „მეიჯარისაგან“ დამოუკიდებელი მიზეზების გამო, გახდება სრულიად გამოუსადეგარი და „მოიჯარეს“ დაეკარგება მასზე საკუთრების უფლების შეძენის ინტერესი, „მოიჯარე“ ვალდებულია აუნაზღაუროს „მეიჯარეს“ საგნის სრული ღირებულება (ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღირებულება), „მეიჯარის“ მიერ წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. ზიანის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში „მოიჯარეს“ დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით.
6.6 თუკი „მოიჯარე“ არ განახორციელებს საიჯარო ქონებიდან გამომდინარე ნებისმიერი ხარჯის (კომპენსაციის) ანაზღაურებას და აღნიშნული ხარჯს გასწევს „მეიჯარე“, ამ უკანასკნელს უფლება აქვს მოითხოვოს არამხოლოდ გაწეული ყველა ხარჯის ანაზღაურება, არამედ იმ დამატებითი ხარჯების, რაც საჭირო გახდება ამ ანაზღაურების მიღების განხორციელებასთან.
7. ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები
7.1 წინამდებარე ხელშეკრულება შეწყდება მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებით.
7.2. ”მეიჯარე” უფლებამოსილია ვადამდე, ცალმხრივად შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება, თუ
„მოიჯარე“:
7.1.1 უხეშად არღვევს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს;
7.1.2 განზრახ აზიანებს საიჯარო ქონებას და/ან ქმნის საიჯარო ქონების დაზიანების რეალურ საშიშროებას;
7.1.3 წინაბდებარე ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში ”მოიჯარე” ზედიზედ სამჯერ არ გადაიხდის ყოველთვიურად დადგენილ საიჯარო ქირას;
7.1.4 უარს აცხადებს საიჯარო ქონების გადაცემის შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერით დადასტურებაზე.
7.2 7.1 პუნქტით გათვალისწინებული პირობებით „მეიჯარის“ მხრიდან ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, ”მოიჯარე” კარგავს გამოსყიდვის უფლებას;
7.3 „მოიჯარის“ მიერ, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, საბანკო გარანტიის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, „მეიჯარე“ უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება, რა შემთხვევაშიც
„მოიჯარეს“ არ უბრუნდება აუქციონში მონაწილეობის მიღების მიზნით, მის მიერ გადახდილი საგარანტიო თახა, ხოლო „მეიჯარეს“ არ ეკისრება ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.
8. ფორს-მაჟორი
8.1 მხარეები პასუხს არ აგებენ ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის, თუ ეს გამოწვეულია ფორს- მაჟორული გარემოებებით (წყალდიდობა, მიწისძვრა, სხვა სტიქიური უბედურებები, ომი, ემბარგო, ეპიდემია, კარანტინი).
8.2 ფორს-მაჟორული გარემოების დადგომის შემთხვევაში, ხელშეკრულების მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს შეტყობინება ასეთი გარემოებებისა და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ და წარუდგინოს ფორს- მაჟორული გარემოების არსებობის თაობაზე სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც პირდაპირ იქნება მითითებული მხარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად დაუძლეველი ძალის მოქმედება.
8.3 ფორს-მაჟორული გარემოებების გასვლის შემდეგ საიჯარო ურთიერთობები გრძელდება ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით, გარდა იმ შემთხვევისა თუ ეს შეუძლებელია ქონების განადგურების გამო.
8.4 თუ ფორს-მაჟორული გარემოებები გრძელდება სამ თვეზე მეტ ხანს, თითოეულ მხარეს აქვს უფლება მოშალოს ხელშეკრულება მეორე მხარისათვის სათანადო შეტყობინების გაგზავნის შემდეგ.
8.5 ფორს-მაჟორული მდგომარეობის შემთხვევაში, გარდა ზემოაღნიშნულისა მოქმედებს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დებულებები.
9. დავის გადაწყვეტა
9.1 მხარეები მიიღებენ ყველა შესაძლო ზომას, რათა მათ შორის წარმოშობილი უთანხმოება და დავა გადაწყვიტონ ურთიერთშეთანხმებით.
9.2 შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, მხარეებს შორის არსებული დავა უნდა გადაწყდეს საქართველოს საერთო სასამართლოში მიმართვის გზით.
10. საიჯარო ქონების დაბრუნების წესი
10.1 საიჯარო ქონება დაბრუნებული უნდა იქნას „მეიჯარის“ მიერ მითითებულ ადგილ(ებ)ზე (ლიანდაგ(ებ)ზე). „მეიჯარის“ მიერ მითითებულ ადგილებამდე ვაგონის მიყვანასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი უნდა გასწიოს „მოიჯარემ“ და „მეიჯარის“ მხრიდან ანაზღაურებას არ ექვემდებარება.
10.2 იჯარის ვადის გასვლის შემდეგ, თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზეზების გამო
„მოიჯარე“-მ ვერ(არ) მოიპოვა საკუთრების უფლება ქონებაზე ან მე-7 მუხლით გათვალისწინებული პირობებით ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, ის ვალდებულია დაუბრუნოს ”მეიჯარეს” იჯარით აღებული ვაგონები ცარიელ მდგომარეობაში და 5 (ხუთი) დღის განმავლობაში ქონების დაბრუნების თაობაზე ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი.
10.3 ”მოიჯარე” ვალდებულია უზრუნველყოს „მეიჯარე“-სათვის იჯარით გადაცემული ქონების დაბრუნება საიჯარო ვადის გასვლიდან/ხელშეკრულების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღეში (ქონება
„მეიჯარეს“ უბრუნდება ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში). იგი ვალდებულია «მეიჯარე»-ს გადაუხადოს საიჯარო ქირა ქონების (მისი ნაწილის) ფაქტობრივად დაბრუნებამდე, იმავდროულად აღნიშნული ვადის (წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული ვაგონის დაბრუნების 30 დღიანი ვადა) ამოწურვის დღის მომდევნო დღის 00:00 სთ-დან «მოიჯარე»-ს ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა თითოეულ დაუბრუნებელ ვაგონზე, ყოველ ვადაგადაცილებულ კალენდარულ დღეზე, 25 (ოცდახუთი) აშშ დოლარის ოდენობით (ექვივალენტი ლარში), გადახდის დღისათვის არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად. ასევე, „მოიჯარე“ ვალდებულია გადაიხადოს სარკინიგზო გზის მეპატრონისათვის გადასახდელი ვაგონ(ებ)ის მოცდენის (დგომის) ღირებულება.
10.4 „მოიჯარის“ მიერ საიჯარო ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შემთხვევაში, ვაგონების უკან დაბრუნების აქტების გაფორმება არ არის საჭირო. ამ შემთხვევაში გაფორმდება ვაგონების საკუთრებაში გადაცემის მიღება-ჩაბარების აქტები.
11. დასკვნითი დებულებები
11.1 თითოეული მხარე იღებს ვალდებულებას მკაცრად დაიცვას ხელშეკრულების პირობები.
11.2 მხარეები კისრულობენ ვალდებულებას არ გაახმაურონ კონფიდენციალური ცნობები, რომელიც მათთვის ცნობილი გახდება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.
11.3 ნებისმიერი შეტყობინება, დაკავშირებული ამ ხელშეკრულების ცვლილებასთან, დგება წერილობითი ფორმით.
1.4 ის საკითხები, რომელიც ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ არის, გადაწყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
11.5 მხარეები ვალდებული არიან მისამართებისა და რეკვიზიტების შეცვლის თაობაზე ერთმანეთს აცნობონ 15 დღის ვადაში.
11.6 11.5 პუნქტის შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობა ეკისრება მხარეს, რომელმაც არ შეასრულა ეს ვალდებულება.
11.7 ხელშეკრულება ძალაში შედის, ხელმოწერისა მომენტიდან და მოქმედებს მხარეთა მიერ ვალდებულებების სრულ შესრულებამდე.
11.8 წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, სამი თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება მოიჯარეს, ხოლო, ორი მეიჯარეს.
11.9 თუ ხელშეკრულების რომელიმე დებულება მიჩნეული იქნება ბათილად, სხვა დანარჩენი პირობები იმოქმედებს უცვლელად.
12. მხარეთა რეკვიზიტები
“მეიჯარე” | “მოიჯარე” |
შპს „ჯიარ ქონების მართვა“ ქ. თბილისი, თამარ მეფის გამზ. №15 ტელ.: 595 03 00 08 |
|
