ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N218
ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N218
ქ. ბათუმი 15 ოქტომბერი, 2020 წელი.
ერთი მხრივ, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება- საავტომობილო გზების დეპარტამენტი - შემდგომში „შემსყიდველი“, წარმოდგენილი უფროსის ▇▇▇▇ ▇▇▇▇▇▇▇ სახით, მეორე მხრივ, შპს „ხელვაჩაურის საგზაო“- შემდგომში „მიმწოდებელი“, წარმოდგენილი დირექტორის ▇▇▇▇▇ ▇▇▇▇▇▇▇▇▇ სახით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ჟ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად დებენ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი და ღირებულება
1.1.წინამდებარე ხელშეკრულების საგანია შუახევის მუნიციპალიტეტში ს/გზა „ცინარეთის გზა“ კმ0+500 მონაკვეთზე ხიდის რეაბილიტაციის (NAT200014288, 15/09/2020წ. CPV კოდი-45200000, 45221100 ) ელექტრონული ტენდერის აუქციონის გარეშე შესყიდვა, შემდგომში ,,სამუშაო’’.
1.2. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით შეადგს - 24 999.98 (ოცდაოთხიათას ცხრაასოთხმოცდაცხრამეტი ლარი, 98 თეთრი) ლარს.
მუხლი 2. ანგარიშსწორების წესი
2.1.მხარეები ანგარიშსწორებას ახორციელებენ ლარში ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
2.2. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დასრულების შემდეგ, შესრულებული სამუშაოს აქტის - ფორმა N2, ანაზღაურების სერთიფიკატის, სამუშაოს მიღება- ჩაბარების აქტის და ანგარიშფაქტურის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში. 2.3მიმწოდებელი ანგარიშსწორებისას ვალდებულია წარმოადგინოს, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების (დამატებული ღირებულების გათვალისწინებით) ღირებულება საანგარიშო პერიოდის მიხედვით.
2.4 იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული გარემოებების გამო მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ არ შეადგინა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, შემსყიდველი აუნაზღაურებს მიმწოდებელს მის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულებას ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ერთეული ფასების შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე მიმწოდებელს არ უნდა გააჩნდეს პრეტენზია სამუშაოთა აუთვისებელ მოცულობების შესრულებაზე და მის გადახდაზე.
2.5 ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული გაუთვალისწინებელი სამუშაოებისათვის გამოყოფილი თანხის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ სამუშაოებისათვის, რომელთა გათვალისწინება შეუძლებელი იყო წინასწარ, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის დროს. აღნიშნულის დადასტურება განხორციელდება შესაბამისი მოტივირებული დასკვნის საფუძველზე, შემსყიდველთან წინასწარი წერილობითი შეთანხმებით.
2.6 შემსყიდველი უფლებამოსილია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო დაკისრებული პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაუკავოს (გამოუქვითოს) მიმწოდებელს ასანაზღაურებელი თანხიდან და გადარიცხოს ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.
მუხლი 3. სამუშაოს შესაბამისობა
3.1. ხელშეკრულების პირველი მუხლით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა შესრულდეს ჯეროვნად საპროექტო დოკუმენტაციის, ტექნიკური პირობების, მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების, გარემოზე ზემოქმედების შეფასების, მათ შორის ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნისა და გარემოსდაცვის
მოთხოვნებისა და პირობების (მათი არსებობის შემთხვევაში), მსგავსი სამუშაოებისათვის უკვე არსებული სტანდარტებისა და შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამისად. მუშაობის პროცესში შემსრულებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს საქართველოს კანონის “საავტომობილო გზების შესახებ”, საგზაო სამუშაოების კლასიფიკაციის შესახებ ინსტრუქციის, საპროექტო დოკუმენტაციის, ტექნიკური პირობების, სპეციფიკაციების, წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და საქართველოში მოქმედი ყველა საჭირო სამშენებლო ნორმის, სტანდარტებისა და წესების მოთხოვნების დაცვით;
3.2 წინამდებარე ხელშეკრულების 3.1. პუნქტში აღნიშნული წესებისა და ნორმებიდან ნებისმიერი გადახვევის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია არ მიიღოს სამუშაო ან/და მიმწოდებლის მიმართ გამოიყენოს ამ ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები.
3.3. მშენებლობის პროცესში გამოყენებული ყველა მასალა-მოწყობილობა უნდა იყოს მაღალი ხარისხის, რაზედაც შემსყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს სტანდარტის დამადასტურებელი სერთიფიკატი. შემსყიდველს უფლება აქვს მშენებლობის ნებისმიერ მომენტში შეამოწმოს გამოყენებული მასალებისა და სამუშაოთა შესრულების ხარისხი, იმ შემთხვევაში, თუ ხარისხი არ აღმოჩნდება სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისი, შემსყიდველი მხარე უფლებამოსილია შეაჩეროს სამშენებლო სამუშაოთა წარმოება და აკრძალოს შეუსაბამო მასალების გამოყენება. ტექნიკური ზედამხედველის მიერ მასალის დაწუნების შემთხვევაში წუნდებულიმასალისგამოყენება მშენებლობაში დაუშვებელია. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაო არ იქნება მოწონებული შემსყიდველის მიერ, მიმწოდებელი ვალდებულია გამოასწოროს, სამუშაოს შესრულების მომენტში დაშვებული ხარვეზები საკუთარი ხარჯებით.
3.4. სახელშეკრულებო ობიექტზე შემსრულებელმა უნდა აწარმოოს სამუშაოთა წარმოების ჟურნალი - დანართი N1-ის შესაბამისად, სადაც ყოველდღიურად ჩაწერს დღიური შესრულებული სამუშაოების მოცულობას, შემსრულებელი პერსონალის მონაცემებს, გამოყენებული მექანიზმების და მოწყობილობების ჩამონათვალს, რომელიც მონაწილეობდა სამუშაოს შესრულებაში, ხარისხის დაცვის პროცედურებს და სხვა. ტექნიკური ზედამხედველი აფიქსირებს თავის შენიშვნებსა და რეკომენდაციებს სამუშაოს წარმოების შესახებ, ჟურნალში ჩაიწერება განსაკუთრებული დავალებები, აღმოჩენილი დეფექტები და მათი აღმოფხვრის ვადები. მიმწოდებელმა უნდა აწარმოოს ყველა საშემსრულებლო ტექნიკური დოკუმენტაცია, რომელიც განსაზღვრულია მოქმედი სამშენებლო ნორმებით და სტანდარტებით ობიექტის მოვლა- შენახვის სპეციფიკის გათვალისწინებით.
3.5. ფარული სამუშაოების წარმოების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შეადგინოს ფარული სამუშაოების დამადასტურებელი წერილობითი აქტები - დანართი N2-ის შესაბამისად. ფარული სამუშაოები წარმოებული და დამოწმებული უნდა იყოს, როგორც მიმწოდებლის, ასევე ტექნიკური ზედამხედველის მიერ.
მუხლი 4. სამუშაოს მიღება-ჩაბარების წესი
4.1. სამუშაოს მიღება ხორციელდება ამ ხელშეკრულების 1.1. პუნქტში აღნიშნულ ადგილზე.
4.2. შესრულებული სამუშაოების მიღება განხორციელდება 1 (ერთი) ეტაპად.
4.2.1 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღისა ხელშეკრულების დადებიდან და სამუშაოს დაწყების შესახებ წერილობით აცნობოს შემსყიდველს.
4.2.2 სამუშაოს დაწყების თაობაზე მიმწოდებლის წერილობით შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს დეტალური ინფორმაცია - სამუშაოების ჩამონათვალი, თუ რა კონკრეტული სამუშაოები მიმდინარეობს ობიექტზე.
4.3 ამ ხელშეკრულებით შესრულებული სამუშაოების შემოწმებას და დადასტურებას ახორციელებს შემსყიდველის მიერ უშუალოდ საამისოდ შერჩეული პირი - სსიპ „▇▇▇▇▇ ▇▇▇▇▇▇▇▇▇▇▇ სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ტექნიკური ზედამხედველი, შ-ემდგომში
„ტექნიკური ზედამხედველი“, რომელიც ადგილზე ამოწმებს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ობიექტზე შესრულებულ სამუშაოთა მოცულობას და ხარისხს.
4.4. შესყიდვის ობიექტზე წარმოდგენილი სამუშაოს შესრულების აქტები- ფორმა #2 და მიღება-ჩაბარების
აქტები დამოწმებული უნდა იყოს მიმწოდებლის მხრიდან სხვა პასუხისმგებელ პირებთან ერთად საინჟინრო განათლების მქონე სპეციალისტის მიერ. სამუშაოს შესრულების აქტები - ფორმა N2 ტექნიკურ ზედამხედველს (სსიპ „▇▇▇▇▇ ▇▇▇▇▇▇▇▇▇▇▇ სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ტექნიკური ზედამხედველი) მიმწოდებლის მიერ უნდა ჩაბარდეს სამუშაოს შესრულების ვადაში.
4.5. ხელშეკრულების საგნის მიღება ხორციელდება სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტისა და შესაბამისობის (გადახდის) სერთიფიკატის - დანართი N3-ის გაფორმებით. შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ტექნიკური ზედამხედველის მიერ დამოწმებული შესრულებული სამუშაოების აქტის -ფორმა N2-ის წარმოდგენა, რომლითაც დასტურდება შესრულებული სამუშაოების ხარისხი, მოცულობა, ღირებულება და მათი შესაბამისობა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან.
4.5.1 განხორციელებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტზე ხელს აწერენ შემსყიდველის მხრიდან ტექნიკური ზედამხედველი და უშუალოდ საამისოდ შექმნილი მიმღები კომისია, ხოლო მიმწოდებლის მხრიდან, უფლებამოსილი პირი.
4.5.2 სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, შესაბამისობის (გადახდის) სერთიფიკატს
- დანართი N3-ს ხელს აწერენ „შემსყიდველის“ და „მიმწოდებელის“ მხრიდან უფლებამოსილი პირები.
4.6. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მიღება-ჩაბარებისათვის მიმწოდებელმა უნდა წარმოუდგინოს შემსყიდველს შესრულებული სამუშაოების აქტი -ფორმა #2, ფარული სამუშაოების აქტები
- დანართი N2 (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დადასტურებული ტექნიკური ზედამხედველის მიერ, მასალების სერთიფიკატი, ლაბორატორიული გამოცდების შედეგები.
4.7 მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად დასრულებულ სამუშაოთა მისაღებად “აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ შესყიდული დასრულებული სამუშაოების მისაღებად წარმოსადგენი სავალდებულო დოკუმენტაციის და მისი წარმოდგენის პროცედურების განსაზღვრის შესახებ” დეპარტამენტის 2020 წლის 06 აპრილის N25 ბრძანების შესაბამისად მოთხოვნილი სავალდებულო დოკუმენტაცია.
4.8 შემსყიდველი ვალდებულია სამუშაოების მიღება-ჩაბარებისას, შემოწმების შედეგად გამოვლენილი წუნდებული სამუშაოს მოცულობის, წუნდების მიზეზების და წუნდების გამოსწორების ვადების შესახებ ინფორმაცია ოპერატიულად, სიტყვიერი ან/და წერილობითი სახით, აცნობოს მიმწოდებელს.
4.9 საბოლოო სამუშაოს მიღების და/ან საბოლოო შემოწმების შედეგად გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს მიმწოდებელი შემსყიდველის მიერ მითითებულ ვადაში.
4.10. შესყიდვის ობიექტის საბოლოო მიღება-ჩაბარებას შემსყიდველის მხრიდან ახორციელებენ ტექნიკური ზედამხედველი და მიმღები კომისია.
მუხლი 5. გარანტია
5.1. მიმწოდებელი იძლევა გარანტიას, რომ სამუშაო განხორციელდება სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად.
5.2. შესრულებული სამუშაოს სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის საგარანტიო ვადა შეადგენს სამ წელს სამუშაოს მიღებიდან.
5.3. საგარანტიო ვადის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიმართვის შემდეგ არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ობიექტის ექსპლოატაციის დროს წარმოქმნილი ან/და აღმოჩენილი დეფექტების აღმოფხვრა.
5.4. თუ მიმწოდებელი საგარანტიო ვადის განმავლობაში საკუთარი ხარჯებით ვერ უზრუნველყოფს ექსპლუატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრას, შემსყიდველი უფლებამოსილია იმოქმედოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 6. მხარეთა უფლება-მოვალეობანი
6.1. მიმწოდებელი ვალდებულია:
6.1.1. სამუშაოები დაასრულოს 45 კალენდარულ დღეში ხელშეკრულების დადებიდან. სამუშაოები შეასრულოს (ერთი) ეტაპად.
6.1.2 სამუშაოები დაიწყოს არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღისა ხელშეკრულების დადებიდან და
სამუშაოს დაწყების შესახებ წერილობით აცნობოს შემსყიდველს.
6.1.3 სამუშაოს დაწყების თაობაზე მიმწოდებლის წერილობით შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს დეტალური ინფორმაცია - სამუშაოების ჩამონათვალი, თუ რა კონკრეტული სამუშაოები მიმდინარეობს ობიექტზე.
6.1.4 წერილობით წარმოადგინოს დეპარტამენტში ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია 4.6. პუნქტის შესაბამისად.
6.1.5 დროულად და კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
6.1.6 სამშენებლო ნორმებისა და წესების სრული დაცვით უზრუნველყოს სამუშაოთა მაღალი ხარისხით შესრულება და მათი დამთავრება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში.
6.1.7 სამუშაოები აწარმოოს ტექნიკური ზედამხედველის უშუალო ზედამხედველობის ქვეშ. მიმწოდებელი ვალდებულია წინასწარ წერილობით აცნობოს შემსყიდველს სამუშაოების დასრულების შესახებ.
6.1.8 აწარმოოს კანონით დადგენილი ყველა საშემსრულებლო დოკუმენტი (სამუშაოების ჟურნალი, ფარული სამუშაოების აქტები და სხვა).
6.1.9 სამუშაოების შესრულების პროცესში შეტყობინების მიღებისთანავე აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაო შემსყიდველის მხრიდან რაიმე დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე.
6.1.10 სამუშაოს შესასრულებლად აუცილებელი მასალები, აღჭურვილობა და მექანიზმების მიწოდება უზრუნველყოფილი უნდა იქნას მიმწოდებლის მიერ საკუთარი შესაძლებლობებით და რესურსებით და მიმწოდებელი პასუხისმგებელი უნდა იყოს აღნიშნული მასალების, აღჭურვილობის და მექანიზმების უსაფრთხოებაზე. ხსენებული მასალების დაკარგვის ან გაუმართაობის შედეგად გამოწვეული რისკი ეკისრება მიმწოდებელს.
6.1.11 მიმწოდებელმა სამუშაოების განხორციელების განმავლობაში მათ მიღებამდე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა შრომის უსაფრთხოების წესების და გარემოს დაცვის უზრუნველსაყოფად.
6.1.12 მიმწოდებელი პასუხისმგებელია სამუშაოს შესრულების პროცესში ისეთი სამშენებლო მასალების გამოყენებაზე, რომლის მოპოვებაზეც კანონმდებლობით განსაზღვრულია სათანადო ლიცენზიის არსებობა.
6.1.13 მიმწოდებელი საქართველოში ტექნიკური უსაფრთხოების და გარემოს დაცვასთან დაკავშირებით მოქმედი კანონმდებლობის და ნორმების შესაბამისად ვალდებულია მიიღოს უსაფრთხოების აუცილებელი ზომები მშენებლობის ზონაში ხანძრის გაჩენის და აფეთქების თავიდან ასაცილებლად.
6.1.14 ტენდერით გათვალისწინებულ საავტომობილო გზაზე მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებისას, მონაწილეობა მიიღოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების მიერ სათანადო აქტების გაფორმების პროცედურაში, ასევე ამ საავტომობილო გზაზე, გზის კუთვნილების ან ხელოვნური ნაგებობების ცალკეული ელემენტების დაზიანების ან ქურდობის ფაქტების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს შემსყიდველ ორგანიზაციას, აგრეთვე საპატრულო ან ადგილობრივ პოლიციას საკითხის შემდგომი რაეგირებისათვის.
6.1.15 უზრუნველყოს შესაბამისი სამსახურიდან ნებართვის მიღება საავტომობილო გზაზე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოთა წარმოების გამო მოძრაობის დროებით შეწყვეტისათვის. შემსყდველისთვის ან/და მესამე პირებისათვის ზიანის წარმოშობის შემთხვევაში მას აკისრია პასუხისმგებლობა საკუთარი ხარჯით აანაზღაუროს მიყენებული ზარალი.
6.1.16 ნებისმიერ დროს, წინასწარი შეტყობინების გარეშე დაუშვას ტექნიკური ზედამხედველი, შემსყიდველი და მისი წარმომადგენლები სამუშაო მოედნებზე. საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა.
6.1.17 შემსყიდველს უმოკლეს ვადაში აცნობოს მისი ორგანიზაციის მოსალოდნელი რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შესახებ.
6.1.18 სამუშაოების წარმოების პროცესში მიწისქვეშა კომუნიკაციების დაზიანების შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა და დაზიანებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს.
6.1.19 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოთა შესრულებისას იხელმძღვანელოს “საავტომობილო გზების შესახებ” საქართველოს კანონის, საგზაო სამუშაოების კლასიფიკაციის შესახებ ინსტრუქციის, საპროექტო დოკუმენტაციის, ტექნიკური პირობების, სპეციფიკაციების, წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და
საქართველოში მოქმედი ყველა საჭირო სამშენებლო ნორმის, სტანდარტებისა და წესების მოთხოვნების მიხედვით.
6.1.20 მიმწოდებელმა სამუშაოების დაწყებისთანავე თვალსაჩინო ადგილას უნდა განათავსოს მინიმუმ 2 ცალი საინფორმაციო დაფა (100სმ/80სმ), შემსყიდველის მიერ გადაცემული ესკიზის შესაბამისად.
6.2. მიმწოდებელს უფლება აქვს:
6.2.1. მოსთხოვოს შემსყიდველს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება.
6.3. შემსყიდველი ვალდებულია:
6.3.1 შეუფერხებლად აუნაზღაუროს მიმწოდებელს შესრულებული სამუშაოს ღირებულება ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად.
6.3.2. წერილობითი ფორმით დაუყოვნებლივ აცნობოს მიმწოდებელს რაიმე დეფექტის ან ნაკლის აღმოჩენის შესახებ.
6.3.3 მიმწოდებელს წერილობით მიაწოდოს ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლის მიერ განხორციელდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა.
6.4. შემსყიდველს უფლება აქვს:
6.4.1. განახორციელოს კონტროლი და ზედამხედველობა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დაცვაზე.
6.4.2. სსიპ „▇▇▇▇▇ ▇▇▇▇▇▇▇▇▇▇▇ სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ტექნიკური ზედამხედველების მეშვეობით განახორციელოს შესრულებული სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა და შეამოწმოს მათი შესაბამისობა საქართველოში მოქმედი მშენებლობის ნორმებისა და წესებში გათვალისწინებული ხარისხის კრიტერიუმების, ტექნიკური სპეციფიკაციების და მოქმედი სტანდარტების გათვალისწინებით.
6.4.3 ტექნიკური ზედამხედველი და მიმღები კომისია ხელს აწერენ სამუშაოების მიღება-ჩაბარების
(შესრულების) აქტებს.
6.4.4 ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში შემსყიდველის, ტექნიკური ზედახმედველის, მიმწოდებლისა და ხელშეკრულების ინსპექტირების მიზნით შერჩეული სხვა პირების მონაწილეობით ფორმდება შესაბამისი აქტი, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი ხელშეკრულების შეუსრულებლობის მიზეზები. თუ მიმწოდებლის წარმომადგენელი უარს აცხადებს აღნიშნული აქტის შედგენაში მონაწილეობაზე, ხსენებული ფიქსირდება ამავე აქტში და იგი იწვევს იმავე სამართლებრივ შედეგებს, რასაც გამოიწვევდა მიმწოდებლის წარმომადგენლის მონაწილეობით შედგენილი აქტი. სამუშაოების უხარისხოდ შესრულების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია თავისი სახსრებით უზრუნველყოს წუნის აღმოფხვრა დაუყონებლივ.
6.4.5 უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების დაფიქსირება ხდება ტექნიკური ზედამხედველის მიერ შედგენილ შესაბამისი აქტში, რის შემდეგაც მიმწოდებელს არ უნაზღაურდება დეფექტებით შესრულებული სამუშაოთა ღირებულება.
6.4.6 იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მხრიდან შესრულებულ სამუშაოთა წარმოდგენილი მოცულობები, შემსყიდველის მხრიდან გადამოწმების შემდეგ არ იქნება რეალობის შესაბამისი, შემსყიდველს სათანადო აქტის შედგენის შემდეგ უფლება აქვს არ აუნაზღაუროს მიმწოდებელს სამუშაოთა ღირებულება. აღნიშნულ შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, განახორციელოს ფორმა N2-ის კორექტირება დაზუსტებული მოცულობებით და წარუდგინოს შემსყიდველს შეტყობინებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
6.4.7 სამუშაოების შესრულებაზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების მიმდინარეობის კონტროლს მიმწოდებელთან ერთად აწარმოებს ტექნიკური ზედამხედველი.
მუხლი 7. პასუხისმგებლობა
7.1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის მიმწოდებელს პირგასამტეხლოს სახით დაეკისრება ხელშეკრულების ღირებულების 1%- ის ოდენობით, გარდა ამ მუხლის 7.2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. მიმწოდებელი
ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნისთანავე გადაუხადოს პირგასამტეხლო არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში და უზრუნველყოს დარღვეული ვალდებულების დაუყოვნებლივ გამოსწორება.
7.2 ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების დასრულების ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,02%-ის ოდენობით. მიმწოდებელი ვალდებულია ამ პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა უზრუნველყოს შემსყიდველის მოთხოვნიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. მიმწოდებლის მიერ სამუშაოების შესრულების ვადის 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით გადაცილების შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივადშეწყვიტოს ხელშეკრულება.
7.3 იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს რაოდენობა მიაღწევს მთლიანი სახელშეკრულებოღირებულების 3%-ს, შესყიდველს უფლება აქვს ცალმხრივადშეწყვიტოს ხელშეკრულება.
7.4 მიმწოდებლის მიზეზით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მას პირგასამტეხლოს სახით დაეკისრება ხელშეკრულების ღირებულების 2%-ის ოდენობით. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნისთანავე გადაუხადოს პირგასამტეხლო არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
7.5 ამ მუხლის 7.1, 7.2 და 7.4 პუნქტების საფუძველზე მიმწოდებლისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია, მიმწოდებელს შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან დაუკავოს თანხა დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობით და მოახდინოს ურთიეთმოთხოვნათა გაქვითვა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
7.6 შემსყიდველი კისრულობს პასუხისმგებლობას ანგარიშსწორების ვადების დარღვევისათვის გადაუხადოს პირგასამტეხლოსსახით მიმწოდებელსგადასახდელითანხის 0,02% ყოველი ვადაგადაცილებულიდღისათვის.
7.7 პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან.
მუხლი 8. ფორს-მაჟორი
8.1. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან, თუ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია ფორსმაჟორული მდგომარეობით ან/და მხარეები ხელშეკრულების შესრულების პროცესში წააწყდებიან ისეთ ხელშემშლელ გარემოებებს, რომელიც გამოწვეულია კანონით გათვალისწინებული ფორს-მაჟორული გარემოებებით. ამ მუხლის მიზნებისათვის „ფორს-მაჟორი“ ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული შემსყიდველისა ან/და მიმწოდებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იქნეს ომით ან სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით, საქონლის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებით, საბიუჯეტო ასიგნებების მკვეთრი შემცირებით და სხვა.
8.2. ის მხარე, რომელიც ხელშეკრულების 8.1. პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გამო ვერ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს მეორე მხარეს ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამომწვევი მიზეზებისა და მისი შესაძლო ხანგრძლივობის შესახებ, ხოლო შეტყობინებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა წარმოადგინოს ცნობა შესაბამისი კომპეტენტური ორგანიზაციიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც დაადასტურებს წერილში მოყვანილ გარემოებებს.
8.3. ხელშეკრულების 8.2. პუნქტით გათვალისწინებული პირობების დაცვის შემთხვევაში მხარეები უფლებამოსილი არიან გადახედონ ხელშეკრულების პირობებს და შეიტანონ მასში შესაბამისი ცვლილება ვალდებულების შესრულების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით ან/და (სათანადო არგუმენტაციის საფუძველზე) ვადამდე შეწყვიტონ ხელშეკრულება.
მუხლი 9. ხელშეკრულების შეწყვეტა
9.1 ხელშეკრულების დამდები ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის
შემთხვევაში, მეორე მხარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შესახებ, რაზედაც აცნობებს მეორე მხარეს წერილობითი ფორმით.
9.2 ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მეორე მხარეს დანარჩენი ვალდებულებების შესრულებისაგან.
9.3 ხელშეკრულების შეწყვეტის გაფორმება ხდება ორმხრივი შეთანხმებით, დანართის ფორმით, მაგრამ შეუთანხმებლობის შემთხვევაში მხარეებს უფლება აქვთ გამოიყენონ ხელშეკრულების ცალმხრივად (წერილობითი ფორმით) შეწყვეტის შესაძლებლობა.
9.4 შემსყიდველი უფლებამოსილია ვადამდე ცალმხრივად შეწყვიტოს ამ ხელშეკრულების მოქმედება, თუ: ა) მიმწოდებელი არღვევს ამ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვალდებულებას/ვალდებულებებს (არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს);
ბ) მიმწოდებლის მიმართ მიმდინარეობს გაკოტრების საქმე (მიუხედავად მისი დაწყების დროისა); გ) მიმწოდებლის ქონებას დაედო ყადაღა;
დ) მიმდინარეობს მიმწოდებლის რეორგანიზაცია, თუ ეს გარემოება ზეგავლენას ახდენს ან შესაძლებელია მოახდინოს ხელშეკრულების ჯეროვან შესრულებაზე;
ე) მიმწოდებლის მიმართ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობამ მიაღწია ელშეკრულების
ღირებულების 3%-ს;
ვ) იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი გეგმა-გრაფიკის (1 ეტაპი - 45 დღე) მიხედვით სამუშაოების ღირებულების 80%-ზე ნაკლებს შეასრულებს, შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება;
ზ) შემსყიდველთან შეთანხმების გარეშე ქვეკონტრაქტორის აყვანის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს შეუწყვიტოს ხელშეკრულება;
თ) ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, შემსყიდველისათვის ცნობილი გახდა, რომ მიმწოდებელმა ხელშეკრულების დადების მიზნით ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება (გააყალბა სატენდერო დოკუმენტაცია, წარმოსადგენი ცნობა და სხვა);
ი) მიმწოდებლის მიზეზით ზედიზედ 10 კალენდარული დღის განმავლობაში არ მიმდინარეობს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები;
კ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევაში.
მუხლი 10. ქვეკონტრაქტორები
10.1 მიმწოდებელმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში ქვეკონტრაქტორის აყვანის შესახებ.
10.2 ქვეკონტრაქტორი არ უნდა რეგისტრირდებოდეს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში (შავი სია). ქვეკონტრაქტორის ქონებაზე არ უნდა იყოს რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა ან/და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
10.3. მიმწოდებელს არა აქვს უფლება გადასცეს ქვეკონტრაქტორს თავისი უფლებები და მოვალეობები, შემსყიდველის წერილობითი თანხმობის გარეშე. შემსყიდველის თანხმობის გარეშე ქვეკონტაქტორის აყვანის შემთხვევაში, ვრცელდება 9.4. პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები.
10.4 მიმწოდებელი უფლებამოსილია ქვექონტრაქტორს გადასცეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულების არაუმეტეს 40%-ისა.
10.5 ამ ხელშეკრულების ფარგლებში დადებული ყველა ქვეკონტრაქტის ასლი უნდა წარედგინოს შემსყიდველს.
10.6 მუშაობის პროცესში ქვეკონტრაქტორის შეცვლა, ან დამატებითი ქვეკონტრაქტორის აყვანა ასევე უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან. მიმწოდებელი ვალდებულია აცნობოს შემსყიდველს სამუშაოთა მოცულობის რა ნაწილი გადაეცემა ქვეკონტრაქტორს.
10.7 სამუშაოების ნაწილის ქვეკონტრაქტორზე გადაცემით მიმწოდებელი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან.
მუხლი 11. ინსპექტირება
11.1 ამ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შემსყიდველი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს
განახორციელოს შესრულებული სამუშაოს ინსპექტირება.
11.2 მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს შემსყიდველი კონტროლის (ინსპექტირების) ჩატარებისათვის აუცილებელი პერსონალით, ტექნიკური საშუალებებით და სხვა სამუშაო პირობებით. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი კონტროლის (ინსპექტირების) მიზნით გამოიყენებს საკუთარ ან მოწვეულ პერსონალს, მის შრომის ანაზღაურებას უზრუნველყოფს თვით შემსყიდველი.
11.3 შემსყიდველს ან მის წარმომადგენელს უფლება აქვს ხელშეკრულების პირობების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე განახორციელოს კონტროლი მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობაზე. შესრულებული სამუშაოების ტექნიკური მონიტორინგი და კონტროლი ევალება დეპარტამენტის უფროსის ბრძანებით შექმნილ ჯგუფს. ხელშეკრულების პირობების საერთო კონტროლი ევალება დეპარტამენტის უფროსის დარგის კურატორ მოადგილეს.
11.4. მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს კონტროლის (ინსპექტირების)
შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა.
11.5. სამუშაოების მიმდინარეობაზე შემსყიდველი აწარმოებს კონტროლს თანახმად “საავტომობილო გზების შესახებ” საქართველოს კანონის, საგზაო სამუშაოების კლასიფიკაციის შესახებ ინსტრუქციის, საქართველოში მოქმედი ყველა სამშენებლო ნორმის, სტანდარტების და წესების, აგრეთვე ტექნიკური პირობების, ხელშეკრულების პირობების თანახმად, რომელთა დარღვევის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია შეაჩეროს სამუშაოების მიმდინარეობა და განახორციელოს ამ ხელშეკრულებით და კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები.
მუხლი 12. სხვა პირობები
12.1 წინამდებარე ხელშეკრულების არც ერთ მხარეს არა აქვს უფლება გადასცეს მესამე პირს თავისი უფლებები და მოვალეობები, მეორე მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე.
12.2 მესამე პირებთან ურთიერთობაში მხარეები მოქმედებენ თავიანთი სახელით, ხარჯებითა და რისკით.
12.3 ნებისმიერი გადახრა ან ცვლილება ამ ხელშეკრულების პირობებში დაიშვება მხოლოდ ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი წერილობითი შესწორებების საფუძველზე.
12.4 იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოების შესრულების დროს ამ ხელშეკრულების ღირებულებისა და ანგარიშსწორებიდან გამომდინარე, ან რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზის გამო წარმოიშვა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, მათ შორის ფასების გადასინჯვის შესაძლებლობა, ასეთი ცვლილებები დასაშვებია წინამდებარე ხელშეკრულების საერთო შინაარსის ფარგლებში და ცვლილებების შეტანის ინიციატორი მხარე ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი დასაბუთებული ინფორმაცია.
12.5 ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც მოჰყვება ხელშეკრულების ფასის გაზრდა ან შემსყიდველისათვის პირობების გაუარესება, დაუშვებელია გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
12.6 წინამდებარე ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულების დანართის სახით, რომელიც ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელნაწილად.
12.7 ნებისმიერი შეტყობინება, რომელსაც ერთი მხარე, ხელშეკრულების შესაბამისად, უგზავნის მეორე მხარეს, გაიგზავნება წერილის, დეპეშის, ტელექსის, ფაქსის სახით ან ელექტრონული ფოსტით (სკანირებული PDF ფორმატში) ორიგინალის შემდგომი წარმოდგენით, წინამდებარე ხელშეკრულებაში მითითებული მეორე მხარის მისამართზე.
12.8 შეტყობინება შედის ძალაში ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს ან შეტყობინების ძალაში შესვლის დადგენილ დღეს, იმის მიხედვით, თუ ამ თარიღებიდან რომელი უფრო გვიან დგება.
12.9 მხარეთა შორის წარმოშობილი სადავო საკითხები წყდება ურთიერთშეთანხმებითა და მოლაპარაკებების გზით; იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი და მიმწოდებელი მოლაპარაკების დაწყებიდან
10 დღის განმავლობაში ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, მხარეებს უფლება აქვთ მიმართონ სასამართლოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
12.10 ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, ინახება ორმხრივად ელექტრონულად ხელმოწერილი
სახით, რომელსაც გააჩნია თანაბარი იურიდიული ძალა. ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მიმოწერა შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე.
12.11 ხარჯთაღრიცხვა თან ერთვის და წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
12.12 უქმე დღეების დამთხვევის შემთხვევაში სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოდგენა განხორციელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 127-ე მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
მუხლი 13. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
13.1. სამუშაოს შესრულების ვადაა- ხელშეკრულების გაფორმებიდან 2020 წლის 29 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი.
13.2 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს 1 (ერთი) ეტაპად.
13.3 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღისა ხელშეკრულების დადებიდან და სამუშაოების დაწყების შესახებ წერილობით აცნობოს შემსყიდველს. სამუშაოს დაწყების თაობაზე მიმწოდებლის წერილობით შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს დეტალური ინფორმაცია - სამუშაოების ჩამონათვალი, თუ რა კონკრეტული სამუშაოები მიმდინარეობს ობიექტზე.
13.4 ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულ და ჯეროვან შესრულებამდე, 2024 წლის 30 იანვრის ჩათვლით.
მუხლი 14. მხარეთა იურიდიული მისამართები და რეკვიზიტები
“შემსყიდველი~ | `მიმწოდებელი~ |
აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო-დაწესებულება საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ქ. ▇▇▇▇▇▇ ▇▇▇▇▇▇▇▇▇▇▇▇ #72ა საიდენტიფიკაციო კოდი: 245 538 333 დეპარტამენტის უფროსი:
▇▇▇▇ ▇▇▇▇▇▇
შპს „ხელვაჩაურის საგზაო“ ქ.ბათუმი, ტაოს ქ. №23 საიდ. კოდი: 248 384 127
მიმღები ბანკი: სს „ტერა ბანკი“ ბანკის კოდი: TEBAGE22 ანგარიშის #
▇▇▇▇▇▇▇▇▇▇▇▇▇▇▇▇▇▇▇▇▇▇
დირექტორი :
Shavadze
Zaza
Digitally signed by ▇▇▇▇ ▇▇▇▇▇▇▇▇
▇▇▇▇▇ ▇▇▇▇▇▇▇▇
Date: 2020.10.15
13:51:39 +04'00'
▇▇▇▇▇
▇▇▇▇▇▇▇▇▇▇▇
Подписано цифровой
подписью: ▇▇▇▇▇ ▇▇▇▇▇▇▇▇▇▇▇
Дата: 2020.10.15 14:49:00
+04'00'
შუახევის მუნიციპალიტეტში, ცინარეთის გზა კმ 0+500-ზე ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოები (დანართი N1) ხარჯთაღრიცხვა
№ | სამუშაოს დასახელება | ერთ.განზ | საპროექტო მოცულობა | ღირებულება | |
ერთ | სულ | ||||
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 |
მოსამზადებელი სამუშაოები | |||||
კალაპოტის გაწმენდა ხელით ადგილზე გადაყრით | მ3 | 40.00 | 10.00 | 400.00 | |
ბურჯის ზედაპირის გაწმენდა ქვიშაჭავლის აპარატით | მ2 | 52.40 | 1.00 | 52.40 | |
ადგილზე დაყრილი მასალით კუნძულის მოწყობა სამუშაოებისთვის შემდეგი დაშლით | მ3 | 35.00 | 10.00 | 350.00 | |
ბურჯის ზედაპირის ბურღვა ხელით, საბურღი აგრეგატით Ǿ- 16მმ, L-27სმ | მ | 121.50 | 3 | 364.50 | |
ბურღილების დამუშავება ცემენტის ხსნარით | ც | 450 | 1 | 450.00 | |
არმატურის ანკერების მოწყობა ბურღილებში ჩაჭედვით არმატურა Ǿ16 A-III L-270მმ | ტ | 0.1564 | 2100 | 328.44 | |
არმატურის ბადის მოწყობა არმატურა A-I | ტ | 0.1548 | 2100 | 325.08 | |
ბეტონის პერანგის მოწყობა ბეტონით B22,5 F200 ჭ6 | მ3 | 7.30 | 380.00 | 2774.00 | |
რკ.ბეტონის კბილის მოწყობა | |||||
III კატ. გრუნტის დამუშავება ხელით ადგილზე გადაყრით | მ3 | 20.00 | 80.00 | 1600.00 | |
ანკერების ბურღვა ხელით, საბურღი აგრეგატით Ǿ-16მმ, L-27სმ | მ | 77.76 | 3 | 233.28 | |
ბურღილების დამუშავება ცემენტის ხსნარით | ც | 288 | 1 | 288.00 | |
არმატურის ანკერების მოწყობა ბურღილებში ჩაჭედვით არმატურა Ǿ16 A-III L-270მმ | ტ | 0.0640 | 2100 | 134.40 | |
რკ.ბეტონის კბილის მოწყობა ბეტონით B22,5 F200 ჭ6 | მ3 | 8.00 | 380.00 | 3040.00 | |
ხიდის სავალი ნაწილის მოწყობა | |||||
არსებული დაზიანებული სავალი ნაწილის დაშლა სანგრევი ჩაქუჩებით | მ3 | 2.90 | 200.00 | 580.00 | |
ნამტვრევების დატვირთვა ავტოთვითმცლელებზე ხელით | ტ | 6.96 | 40.00 | 278.40 | |
ნამტვრევების გადაზიდვა ნაყარში 2 კმ-ზე | ტ | 6.96 | 3.00 | 20.88 | |
მილის თავზე ბეტონის შემასწორებელი ფენისა და წყალარინების სამკუთხედის მოწყობა მონოლითური ბეტონი B- 22.5 F200 W6 | მ3 | 2.27 | 380.00 | 862.60 | |
ასაკრავი ჰიდროიზოლაცია (2 ფენა) | მ2 | 41.16 | 3.00 | 123.48 | |
არმირებული ცემენტო-ბეტონის საფარის მოწყობა (B25), სისქით 8 სმ | მ2 | 37.75 | 26.50 | 1000.38 | |
ზედაპირის ბურღვა ხელით, საბურღი აგრეგატით Ǿ-16მმ, L-17სმ | მ | 16.32 | 3 | 48.96 | |
ბურღილების დამუშავება ცემენტის ხსნარით | ც | 96 | 1 | 96.00 | |
არმატურის ანკერების მოწყობა ბურღილებში ჩაჭედვით არმატურა Ǿ16 A-III L-170მმ | ტ | 0.0213 | 2100 | 44.73 | |
ჩასატანებელი დეტალები | ტ | 0.051 | 3000.00 | 153.00 | |
ლითონის მოაჯირის დამზადება | ტ | 0.674 | 3,000.00 | 2022.00 | |
ლითონის მოაჯირების მოწყობა | ტ | 0.674 | 3,000.00 | 2022.00 | |
ლითონის დეტალების შეღებვა 2-ჯერ | ტ | 0.67 | 559.86 | 375.11 | |
ჯამი | 17,967.63 | ||||
ზედნადები ხარჯები 8% | 1,437.41 | ||||
ჯამი | 19,405.04 | ||||
გეგმიური დაგროვება 6% | 1,164.30 | ||||
ჯამი | 20,569.34 | ||||
გაუთვალისწინებელი ხარჯი -3% | 617.08 | ||||
ჯამი | 21,186.42 | |
დღგ - 18% | 3,813.56 | |
ჯამი ხარჯთაღრიცხვის | 24,999.98 |
შ.პ.ს. ,,ხელვაჩაურის საგზაო"-ს
დირექტორი: ▇. ▇▇▇▇▇▇▇▇
ხელწერილი ინტერესთა კონფლიქტის შესახებ
ქ. ბათუმი 15/10/2020 წელი.
ვადასტურებ, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, შუახევის მუნიციპალიტეტში ს/გზა „ცინარეთის გზა“ კმ0+500 მონაკვეთზე ხიდის რეაბილიტაციის (NAT200014288, CPV-45200000) სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებით 2020 წლის 15 ოქტომბერს გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვის №218 ხელშეკრულებაში მითითებულ მიმწოდებელ შპს „ხელვაჩაურის საგზაოს“-თან (ს/ნ-248384127) ინტერესთა კონფლიქტში არ ვიმყოფები.
დეპარტამენტის უფროსი:
Zaza Shavadze
Digitally signed by ▇▇▇▇ ▇▇▇▇▇▇▇▇ Date: 2020.10.15
13:51:10 +04'00'
▇▇▇▇ ▇▇▇▇▇▇
