Contract
მუხლი 6. საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განსაზღვრისას წარსადგენი დოკუმენტები
1. პირის მიერ საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განსაზღვრისას წარდგენილი უნდა იქნეს სატრანსპორტო დოკუმენტი (გარდა ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-8 და 81 პუნქტებით გათვალისწინებული, ექსპორტისათვის, რეექსპორტისათვის ან ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონლის საქართველოდან საზღვაო გზით გასატანად სატრანსპორტო საშუალებაში მათ ჩატვირთვამდე საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის წარდგენის შემთხვევისა) და საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი (გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის გაფორმების ან „საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილეებს შორის 1999 წლის 18 ნოემბრის სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში მილსადენით გადაადგილებული ნავთობის ტრანზიტის პროცედურაში დეკლარირების შემთხვევისა) დანართი №8-II-01-ის შესაბამისად.
2. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს თან ერთვის:
ა) თუ დეკლარირება ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით – წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (იმ შემთხვევების გარდა, როდესაც წარმომადგენლობას ახორციელებს საფოსტო გზავნილის გადამზიდავი, ხოლო საბაჟო საწყობში განთავსებულ საქონელზე − საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი);
ბ) თუ დეკლარირებული საქონლის სატრანსპორტო საშუალების მიმართ ადგილი ჰქონდა საბაჟო ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს – საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და შესაბამისი ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავას შემთხვევაში – მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე – სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპეციალისტის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების საფუძველზე შედგენილი „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტი (ფორმა 2)“ – მხოლოდ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების, ექსპორტის, საბაჟო საწყობის, დროებით შემოტანის საბაჟო პროცედურების ან რეექსპორტის გამოყენებისას (გარდა ამ ბრძანებით გათვალისწინებული შემთხვევებისა);
დ) სეს ესნ-ის 8711 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ მოტოციკლებზე (მოპედების ჩათვლით) (ძრავას ცილინდრების მუშა მოცულობით არაუმეტეს 50 სმ3-ისა, ხოლო ელექტროძრავას შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრით არაუმეტეს 4 კვტ-ისა) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურის გამოყენებისას (გარდა ამ ბრძანებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან დადგენილი წესის შესაბამისად აკრედიტებული პირების ან შესაბამისი მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოში არსებული წარმომადგენლობის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სატრანსპორტო საშუალების მონაცემებს (საიდენტიფიკაციო (VIN/შასის) ნომერი, გამოშვების წელი, ძრავას მოცულობა, მარკა, მოდელი).
დ1) თუ რეექსპორტში დეკლარირების მიზნით წარდგენილი, სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებში კლასიფიცირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მფლობელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე ან/და 172-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტს – შესაბამისი ჯარიმის გადახდისა და წარმოშობილი საგადასახადო ან/და საბაჟო ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ე) წინმსწრები დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში) – დეკლარაცია, მოწმობა;
ვ) გამარტივებული საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელზე, ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საგანგებო მდგომარეობის ან საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში:
ვ.ა) წერილობითი განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას საგანგებო სიტუაციის გარემოებების თაობაზე;
ვ.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მიერ გაცემული წერილობითი დასტური დეკლარირებული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების, ან ექსპორტის, ან შესაბამისი ტექნიკის სახით საქონლის დროებით შემოტანის საჭიროების შესახებ, რაც უნდა შეიცავდეს აგრეთვე ინფორმაციას საქონლის მიმწოდებელი და მიმღები ორგანიზაციების თაობაზე;
ზ) ლიცენზია/ნებართვა/სერტიფიკატი კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, დანართი №8-II-02-ის შესაბამისად. ამასთან, ექსპორტის პროცედურის გამოყენებისას ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია დეკლარანტის ბეჭდითა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ხელმოწერით დამოწმებული ასლების სახით;
ზ1) გარანტია, ამ ბრძანებით დამტკიცებული „გარანტიის შესახებ“ ინსტრუქციის
(დანართი №4) პირველი მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
თ) საგადასახადო შეღავათით სარგებლობისათვის – შესაბამისი დოკუმენტი დანართი
№8-II-03-ის შესაბამისად;
ი) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ან/და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტის შემთხვევაში – მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
კ) საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 2713 20 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციით გათვალისწინებულ ნავთობის ბიტუმზე − ხარისხის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ლ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 2201 10 190 01 და 2201 10 190 02 სასაქონლო ქვესუბპოზიციებით გათვალისწინებული, არანაკლებ 100 ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის ექსპორტის შემთხვევაში − შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი: მწარმოებლის მიერ გაცემული შესაბამისობის დეკლარაცია ან სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატი;
მ) სასაქონლო პარტიათა ნაკრებით გადაადგილებულ საქონელზე – სასაქონლო პარტიათა ნაკრების ტრანსპორტირების ღირებულების დოკუმენტი დანართი №8-II-04-ის შესაბამისად.
ნ) სამხედრო პროდუქციასა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე (თუ ნებართვის გაცემის საფუძველს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო- ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია), ნებართვის მოპოვების ვალდებულებისაგან საქართველოს მთავრობის დადგენილებით განთავისუფლების შემთხვევებში – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია.
ო) ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-8 და 81 პუნქტებით გათვალისწინებული, ექსპორტისათვის, რეექსპორტისათვის ან ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონლის საქართველოდან საზღვაო გზით გასატანად სატრანსპორტო საშუალებაში მათ ჩატვირთვამდე საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის წარდგენის შემთხვევაში – საქონლის რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე სურვეირული კომპანიის აქტი;
პ) დაგირავებული საქონლის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2601 მუხლის შესაბამისად მოგირავნის საკუთრებაში გადასვლისას – გირავნობის გარიგება და დამგირავებლის თანხმობა დაგირავებული საქონლის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემაზე ან სააღსრულებო ფურცელი ან სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული გირავნობის მოწმობა;
ჟ) დაგირავებული საქონლის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 283-ე მუხლის შესაბამისად რეალიზაციის შემთხვევაში – საქონელზე საკუთრების უფლების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი.
რ) მრგვალი ხე-ტყის (მორი), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის ექსპორტის შემთხვევაში − შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ხე-ტყის წარმოშობის ან შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ს) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ნაღდ ფულზე (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკებზე ან/და სხვა ფასიან ქაღალდებზე (რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში) – წარმომავლობისა და მიზნობრიობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ტ) ბენზინის/დიზელის საწვავის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების შემთხვევაში – დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ საქონლის ხარისხი აკმაყოფილებს
„საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებით/„დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №238 დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებს.
უ) შიდა გადამუშავების პროცედურის გამოყენებისას – „შიდა გადამუშავების პროცედურის შესახებ მონაცემები და გამოსავლიანობის ნორმის გაანგარიშება“ ამ ბრძანებით დამტკიცებული „შიდა გადამუშავების პროცედურის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №13) შესაბამისად;
ფ) გარე გადამუშავების პროცედურის გამოყენებისას – „გარე გადამუშავების პროცედურის შესახებ მონაცემები და გამოსავლიანობის ნორმის გაანგარიშება“ ამ ბრძანებით დამტკიცებული „გარე გადამუშავების პროცედურის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №14) შესაბამისად;
ქ) წინმსწრები საბაჟო დეკლარაციით შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის ან მისგან მიღებული გადამუშავებული საქონლის ან ნაშთის ან ნარჩენის დეკლარირების შემთხვევაში – „გამოსავლიანობის აქტი“ ამ ბრძანებით დამტკიცებული „შიდა გადამუშავების პროცედურის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №12) შესაბამისად.
ღ) მკაცრად შეზღუდული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების, საბაჟო საწყობის, დროებით შემოტანის ან შიდა გადამუშავების პროცედურის ან რეექსპორტის შემთხვევაში – იმპორტის წინასწარ დასაბუთებული თანხმობა;
ყ) მკაცრად შეზღუდული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების ექსპორტის ან გარე გადამუშავების პროცედურის შემთხვევაში – იმპორტიორი ქვეყნის წინასწარი თანხმობა, სადაც მინიშნებული იქნება, რომ იმპორტიორი მხარის ან სხვა ქვეყნის ეროვნული დანიშნული ორგანო თანახმაა როტერდამის კონვენციის III დანართში შესული საშიში ქიმიური ნივთიერების ან პესტიციდის იმპორტზე;
შ) პრეკურსორის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების შემთხვევაში – წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი;
ჩ) პრეკურსორის ექსპორტის შემთხვევაში – წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი;
ც) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების, საბაჟო საწყობის, დროებით შემოტანისა და შიდა გადამუშავების პროცედურის შემთხვევაში – „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტი“;
ძ) ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების, საბაჟო საწყობის, დროებით შემოტანისა და შიდა გადამუშავების პროცედურის შემთხვევაში – „საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტი“.
წ) არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების შემთხვევაში – „საერთო შესვლის დოკუმენტი“, „არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №567 დადგენილებით დამტკიცებული ფორმით;
ჭ) სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ 0-დან 6 წლის ჩათვლით ჰიბრიდულ მსუბუქ ავტომობილებზე, რომლებსაც საჭე მარჯვენა მხარეს აქვს ან გადატანილი აქვს, ან ამავე სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ ელექტროძრავიან მსუბუქ ავტომობილებზე, რომლებსაც საჭე მარჯვენა მხარეს აქვს ან გადატანილი აქვს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე-100 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტრანსპორტირების დაწყების თარიღის დასადგენად:
ჭ.ა) კონოსამენტი, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს საზღვაო გადამზიდავის მიერ ამ საქონლის (ტვირთის) გემზე მიღების თარიღი, ან
ჭ.ბ) საზღვაო გადამზიდავის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მსუბუქი ავტომობილის საზღვაო კონტეინერში ჩატვირთვასა და გამომგზავნ საზღვაო პორტში მიღებას 2019 წლის 1 ივნისამდე. ამასთან, ასეთი დოკუმენტი სხვა მონაცემებთან ერთად უნდა შეიცავდეს კონტეინერის ნომერს და მსუბუქი ავტომობილის საიდენტიფიკაციო (VIN) ნომერს.
ხ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ლ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების შემთხვევაში:
ხ.ა) სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული სატრანსპორტო
საშუალების ქარხანა-დამამზადებლის/მისი ოფიციალური წარმომადგენლობის ან სატრანსპორტო საშუალების ქარხნულად ადაპტირების განმახორციელებელი სხვა პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ გამოყენებისათვის ქარხნულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების დამოუკიდებლად მართვის ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გადაადგილების მიზნით;
ხ.ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების გათვალისწინებით გაცემული „სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი (ფორმა NIV-50/2)“, რომელიც ადასტურებს მისი სავარძელ-ეტლით გადაადგილების საჭიროებას და ამავე ბრძანებით გათვალისწინებული, აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე გაცემული
„სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერი (ფორმა NIV-50/4)“, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ამ პირისათვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მინიჭებისა და სტატუსის მინიჭების ვადის შესახებ;
ჯ) ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურის შემთხვევაში:
▇.ა) შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების მწარმოებელზე გაცემული სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს მწარმოებლის უფლებამოსილებას, აწარმოოს სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის EN 13432:2000 სტანდარტის შესაბამისი ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკები;
▇.ბ) მწარმოებლის მიერ გაცემული, ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის EN 13432:2000 სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ჰ) „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 1 ოქტომბრის №476 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის VI დანართში მითითებული საქონლის (სამშენებლო პროდუქტები) იმპორტის შემთხვევაში – საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად შევსებული და დადასტურებული
„სამშენებლო პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინება“;
ჰ1) სატრანსპორტო საშუალებაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის გამოყენების შემთხვევაში – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ სატრანსპორტო საშუალებაზე იმპორტიორის საკუთრების უფლება რეგისტრირებული იყო პირის მიერ საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მიღების დღემდე არანაკლებ 6 თვის განმავლობაში;
ჰ2) „საქონლის დროებითი შემოტანის შესახებ“ სტამბოლის 1990 წლის 26 ივნისის კონვენციის ან „საქონლის დროებითი შემოტანისათვის ATA წიგნაკის შესახებ“ ბრიუსელის 1961 წლის 6 დეკემბრის საბაჟო კონვენციის (ATA კონვენცია) შესაბამისად გადაადგილებული საქონლის ექსპორტის (დროებით, დაბრუნების პირობით) პროცედურაში დეკლარირების და ამ საქონლის უკან დაბრუნების შემთხვევაში – ATA წიგნაკი.
ჰ3) „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების მიერ განსახორციელებელი განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 15 აპრილის №655 განკარგულებით გათვალისწინებული განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტების ფარგლებში სამუშაოების განხორციელებისათვის საქონლის დროებით შემოტანის პროცედურის შემთხვევაში – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გაცემული წერილობითი დასტური
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების მიერ განსახორციელებელი განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და
საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 15 აპრილის №655 განკარგულებით გათვალისწინებული განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტების ფარგლებში სამუშაოების განსახორციელებლად აღნიშნული საქონლის გამოყენების საჭიროების შესახებ.
ჰ4) გაუტეხავი თხილის (თხილი ნაჭუჭით), თხილის გულის ან/და გადამუშავებული თხილის გულის ექსპორტის შემთხვევაში – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული წერილობითი დასტური, რომ ექსპორტისათვის განკუთვნილ საქონელზე შედგენილი შესაბამისობის დეკლარაცია შეესაბამება „თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აპრილის №185 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
ჰ5) რბილი ხორბლისაგან (Triticum aestivum L.) ან ქონდარა ხორბლისაგან (Triticum compactum Host.) მიღებული ხორბლის ფქვილის ან მათი ნარევის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების შემთხვევაში – შესაბამისობის დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ საქონელი აკმაყოფილებს „ხორბლის ფქვილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს;
ჰ6) „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 იანვრის №47 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის VII დანართით გათვალისწინებული საქონლის იმპორტის შემთხვევაში – საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად შევსებული და დადასტურებული „სათამაშოს იმპორტის წინასწარი შეტყობინება.
ჰ7) „ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის №82 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის X დანართით გათვალისწინებული საქონლის იმპორტის შემთხვევაში – საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად შევსებული და დადასტურებული „ინდივიდუალური დაცვის საშუალებების იმპორტის წინასწარი შეტყობინება“;
ჰ8) „აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის №84 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის V დანართით გათვალისწინებული საქონლის იმპორტის შემთხვევაში – საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად შევსებული და დადასტურებული „აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობის იმპორტის წინასწარი შეტყობინება“;
ჰ9) „მანქანა-დანადგარების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის №85 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის X დანართით გათვალისწინებული საქონლის იმპორტის შემთხვევაში – საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად შევსებული და დადასტურებული „მანქანა-დანადგარის იმპორტის წინასწარი შეტყობინება“.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ჰ“ და „ჰ6“ – „ჰ9“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წინასწარი შეტყობინებები შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის მეშვეობით წარედგინება შემოსავლების სამსახურსა და სსიპ – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს. ამასთან, წინასწარ შეტყობინებებთან ერთად ელექტრონულად წარდგენილი დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება საქონლის შესაბამის ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობა, მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან, რომელიც ვალდებულია, მოთხოვნისამებრ წარუდგინოს ისინი საბაჟო ორგანოს.
4. სეს ესნ-ის 2204, 2205 და 2208 20 კოდებში კლასიფიცირებულ ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიან სასმელებზე და 2207 10 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში შემავალ ყურძნისეული წარმოშობის სპირტზე დანართი №8-II-02-ით გათვალისწინებული შესაბამისობის სერტიფიკატის წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ სსიპ – ღვინის ეროვნული სააგენტო წერილობით ადასტურებს, რომ ამ შემთხვევაში საქონელი არ ექვემდებარება „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სერტიფიცირებას.
5. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პანდემიად გამოცხადებული ახალი კორონავირუსის (COVID-19) საფრთხის შემცირებამდე და მისი შემცირების შემდგომ ევროკომისიის სათანადო შეტყობინების მიღებამდე, 2014 წლის 27 ივნისის „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ და „ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2016 წლის 27 ივნისის შეთანხმებით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის მიზნით, „პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ“ რეგიონული კონვენციის I და II დანართების შესაბამისად გაცემული პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1 შესაძლებელია წარდგენილ იქნეს დეკლარანტის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში) დამოწმებული ასლის სახით, ამ ინსტრუქციის მოთხოვნების შესაბამისად – ელექტრონულად ან მატერიალური ფორმით.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პერიოდის გასვლის შემდგომ, დეკლარანტი ვალდებულია, ასლის სახით წარდგენილი პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის ორიგინალი, მოთხოვნისამებრ, წარუდგინოს საბაჟო ორგანოს.
7. 2022 წლის 1 სექტემბრამდე, „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 1995 წლის 9 იანვრის შეთანხმებით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის მიზნით, „პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ“ რეგიონული კონვენციის I და II დანართების შესაბამისად გაცემული პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1 ან „საქონლის წარმოშობის სახელმწიფოს განსაზღვრის წესის შესახებ“ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მეთაურთა საბჭოს 2000 წლის 30 ნოემბერს, ქ. მინსკში ხელმოწერილი გადაწყვეტილების შესაბამისად გაცემული პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი CT-1 შესაძლებელია წარდგენილ იქნეს დეკლარანტის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში) დამოწმებული ასლის სახით, ამ ინსტრუქციის მოთხოვნების შესაბამისად – ელექტრონულად ან მატერიალური ფორმით.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პერიოდის გასვლის შემდგომ, დეკლარანტი ვალდებულია, ასლის სახით წარდგენილი პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის ან CT-1-ის ორიგინალი, მოთხოვნისამებრ, წარუდგინოს საბაჟო ორგანოს.
